ღარიბაშვილი: არ ვმალავ, ბოლო 3 წლის განმავლობაში კონსულტაციები მქონდა ბატონ ბიძინასთან

ფასდაუდებელი იყო მისი [ს] როლი ბოლო სამი წლის განმავლობაში. მე პირადად, არც დამიმალავს და დასამალიც აქ არაფერი არ არის – მე მქონია კონსულტაციებიც იმიტომ, რომ ისეთი რთული პერიოდები და კრიზისები გამოიარა გუნდმა, რომ, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო კონსულტაციების გამართვა სტრატეგიულ საკითხებზე, რაც უკავშირდებოდა ქვეყნის ბედს, გადარჩენას და ზოგადად სწორად ნავიგაციას ამ ტურბულენტურ სიტუაციაში.
ამბობს ქართული ოცნების ყრილობის შემდეგ, სადაც ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ ის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკაში ბრუნდება.