არ ვმალავ, ბოლო 3 წლის განმავლობაში კონსულტაციები მქონდა ბატონ ბიძინასთან – პრემიერი

„არ ვმალავ, ბოლო 3 წლის განმავლობაში კონსულტაციები მქონდა ბატონ ბიძინასთან“, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების ყრილობის შემდეგ განაცხადა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ ის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკაში ბრუნდება.
„ფასდაუდებელი იყო მისი [ს] როლი ბოლო სამი წლის განმავლობაში. მე პირადად, არც დამიმალავს და დასამალიც აქ არაფერი არ არის – მე მქონია კონსულტაციებიც იმიტომ, რომ ისეთი რთული პერიოდები და კრიზისები გამოიარა გუნდმა, რომ, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო კონსულტაციების გამართვა სტრატეგიულ საკითხებზე, რაც უკავშირდებოდა ქვეყნის ბედს, გადარჩენას და ზოგადად სწორად ნავიგაციას ამ ტურბულენტურ სიტუაციაში“, – განაცხადა პრემიერმა.