ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ბოლო 3 წლის განმავლობაში, მქონია კონსულტაციები ივანიშვილთან. ისეთი კრიზისები გამოიარა გუნდმა, აუცილებელი იყო" | ღარიბაშვილი

"ბოლო 3 წლის განმავლობაში, მქონია კონსულტაციები ივანიშვილთან. ისეთი კრიზისები გამოიარა გუნდმა, აუცილებელი იყო" | ღარიბაშვილი
"ბოლო 3 წლის განმავლობაში, მქონია კონსულტაციები ივანიშვილთან. ისეთი კრიზისები გამოიარა გუნდმა, აუცილებელი იყო", - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და ოლიგარქი ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებას ეხმაურება. როგორც ის ამბობს, ივანიშვილთან სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვა აუცილებელი იყო.
"ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელი იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში. მე პირადად არ დამიმალავს და დასამალი არაფერია, რომ მე მქონია კონსულტაციებიც, რადგან ისეთი რთული პერიოდები გამოვიარეთ, ისეთი რთული კრიზისები გამოიარა გუნდმა მთლიანად, რომ რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო კონსულტაციების გამართვა სტრატეგიულ საკითხებზე, რაც უკავშირდებოდა ქვეყნის ბედს, ქვეყნის გადარჩენას და ზოგადად, სწორად ნავიგაციას ამ ტურბულენტურ სიტუაციაში" - თქვა ღარიბაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.