არქივი8 მაისი, 2026, 01:27
ღარიბაშვილის ოჯახი ფიქრობს, რომ ევროპარლამენტის ანგარიშში შეყვანით, ექს პრემიერს პროვოკაცია მოუწყვეს

"ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ მორიგ ანტიქართულ ანგარიშში ირაკლის შეყვანა და მოხსენიება არის ფარისევლური, ყალბი და მიზანმიმართულად პროვოკაციული ნაბიჯი, რაც აშკარად რადიკალურ-ექსტრემისტული ოპოზიციის ლობიზმის შედეგია.
მათი ეს პრიმიტიული, მაგრამ ბინძური პროვოკაცია გათვლილია ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში, მათთვის სასარგებლო ყალბი სპეკულაციების გასაჩენად, ინტრიგის შემოსატანად და დეზინფორმაციის გასავრცელებლად.
ირაკლისთვის საქართველოა უპირველეს ყოვლისა! შესაბამისად, არაფერში ჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა” ,“შეშფოთება” და “წუხილი”…!" | წერს ღარიბაშვილის ცოლის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.