არქივი8 იანვარი 2024, 14:56
ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 23 000-ს აღემატება
ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 23 000-ს აღემატება, - ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 23 084-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 58 926-ს აღწევს.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 249 ადამიანი დაიღუპა და 510 დაშავდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.