არქივი13 იანვარი, 2024, 13:52
ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 23,843-ს აღწევს
ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 23,843-ს აღწევს.
ამის შესახებ ინფორმაციას ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულია სულ მცირე 23,843 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 60,317-ს აღწევს.
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ათასობით ადამიანი ნანგრევებში რჩება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.