არქივი1 იანვარი, 2024, 15:39
ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 21 978-მდე გაიზარდა
ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 21 978-მდე გაიზარდა , - ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 21 978-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 57 697-ს აღწევს.
სამინისტროს პრესსპიკერის, აშრაფ ალ-ქუდრას ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე 156 ადამიანი დაიღუპა და 246 დაშავდა.
აშრაფ ალ-ქუდრამ განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების შეტევების შედეგად ღაზაში 30 საავადმყოფო აღარ ფუნქციონირებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.