ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთახმება ძალაში შევიდა

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში დაგეგმილზე სამი საათით გვიან შევიდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ცეცხლი მას შემდეგ შეწყდა, რაც „ჰამასმა“ დაასახელა პირველი სამი ისრაელელი მძევალი, რომლის გათავისუფლებასაც დღეს აპირებს.
„ჰამასის“ მიერ ისრაელისთვის გაგზავნილი მძევლების სიაში არიან: 31 წლის დორონ სტეინბრეჩერი, ბრიტანეთისა და ისრაელის მოქალაქე 28 წლის ემილი დამარი და 24 წლის რომი გონენი.
ცეცხლის შეწყვეტა დღეს, თბილისის დროით 10:30 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა „ჰამასმა“ ისრაელს გასათავისუფლებელი მძევლების სია დროულად ვერ მიაწოდა, რის გამოც შეთანხმება 3 საათით გადაიდო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.