ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 630-ზე მეტი სატვირთო მანქანა შევიდა

ღაზას სექტორში, ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 630-ზე მეტი სატვირთო მანქანა შევიდა, – ინფორმაციას BBC-ი ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეზე, ტომ ფლეტჩერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დასაკარგი დრო არ არის. ეს არის უზარმაზარი იმედის მომენტი – მყიფე, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი – რადგან ვაგრძელებთ სვლას მომავალი დღეებისა და კვირების სირთულეების დასაძლევად“, – აღნიშნა ფლეტჩერმა.
ცნობისთვის, ღაზას სექტორში ბოლო კვირების განმავლობაში, დღეში, საშუალოდ, მხოლოდ 40 სატვირთო მანქანა შედიოდა მაშინ, როცა კონფლიქტამდე ღაზაში ყოველდღიურად, დაახლოებით, 500 სატვირთო მანქანა შედიოდა.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ძალაში გუშინ შევიდა, ღაზას სექტორში ყოველდღიურად 600 სატვირთო მანქანის შესვლას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია