ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა - "ჰამასმა" ისრაელს მძევლების სია გადასცა

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა - "ჰამასმა" ისრაელს მძევლების სია გადასცა

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკვე ძალაშია. ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერის ოფისის მიერ გაკეთდა.
ზავი ადგილობრივი დროით 11:15 საათზე დაიწყო, თავდაპირველად გამოცხადებულ დროზე 3 საათით გვიან. ისრაელმა მიიღო მძევლების სია, რომელიც ჰამასმა დღეს უნდა გაათავისუფლოს. შეთანხმების ძალაში შესვლა სწორედ არასრული სიის გამო დაგვიანდა. თავდაპირველად "ჰამასმა" თელ-ავივს 33 მძევლიდან მხოლოდ 30-ის გვარი გადასცა და განაცხადა, რომ იყო "ტექნიკური" შეფერხება სამი მძევლის გვარის მიწოდებაში.
წყარო: მთავარი არხი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.