ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუთაისში ჟურნალისტებმა დაკავებულ მირიან ბერულავას სოლიდარობა გამოუცხადეს

ქუთაისში ჟურნალისტებმა დაკავებულ მირიან ბერულავას სოლიდარობა გამოუცხადეს

ქუთაისში, ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს.
მედიის წარმომადგენლები დაკავებული ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის მირიან ბერულავას მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.
მათი თქმით, მათი კოლეგა უსამართლოდაა დაკავებული და მოითხოვენ, მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
"არ ვენდობი სისტემას"- ამ სიტყვების გამოა დაკავებული, რაც წარმოუდგენელია. ათი ათასობით ადამიანი დგას ქუჩაში, სწორედ იმიტომ, რომ არ ენდობა სისტემას. მირიან ბერულავა არის წესიერი ადამიანი, არ გვჯერა, რომ პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა. ამიტომ შევიკრიბეთ, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ მირიანს და ყველა პატიმარს", -აცხადებენ ჟურნალისტები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.