ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დაკავებული ჟურნალისტის, მირიან ბერულავას, სახლი გაჩხრიკეს

დაკავებული ჟურნალისტის, მირიან ბერულავას, სახლი გაჩხრიკეს

დაკავებული ჟურნალისტის მირიან ბერულავას სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ დაკავებული ჟურნალისტის და აქტივისტის ადვოკატი ვალერი თევდორაძე ავრცელებს. მისი თქმით, ჩხრეკა იმერეთის სამხარეო პოლიციამ ჩაატარა.
“მირიანის მშობლები დამიკავშირდნენ და მითხრეს რომ მათთან სახლში ჩხრეკა ჩაატარა სამხარეო პოლიციამ. ამოიღეს და წაიღეს მირიანის ძველი ტელეფონი და გადამყვანი,” – ამბობს ადვოკატი ვალერი თევდორაძე.
მირიან ბერულავას გამოძიება, 173-ე მუხლს ედავება, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.