არასამთავრობოების წარმომადგენლებმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, მზია ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, „ბათუმელებისა და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადეს.
„თავისუფლება მზია ამაღლობელს“; „თავისუფლება პოლიტპატიმრებს საქართველოში“, – წერია საპროტესტო ბანერებზე.
სოლიდარობის აქციაში მონაწილეობდნენ: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარე ნინო დოლიძე; „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წარმომადგენელი, გიორგი კანდელაკი; „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ წევრი, გიორგი ბურჯანაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წევრი, გიორგი ონიანი და „დემოკრატიის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი, უჩა ნანუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია