ქოჩორაშვილი თავის დაზღვევის მიზნით შეცვალეს – კაცნაკლულმა “სევილიამ” “ესპანიოლთან” გამარჯვება ხელიდან გაუშვა

ლა ლიგის მეოთხე ტურში „სევილია“ გასვლაზე „ესპანიოლთან“ ფრეს დასჯერდა – 1:1.
სტუმართა გუნდში პირველად დაიწყო სასტარტოდან თამაში გიორგი ქოჩორაშვილმა. ის ძალიან მონდომებული და აქტიური იყო, დებიუტშივე მიიღო ყვითელი ბარათი, შემდეგ ისევ წააქცია მეტოქე, თუმცა შეიძლება ითქვას, მსაჯმა დაინდო და გაძევებას გადაურჩა. მწვრთნელმა ლუის გარსია პლასამ ქართველი 54-ე წუთზე შეცვალა. ცოტა ხანში კი ანდალუსიური გუნდის მცველმა არუნა სანგანტემ რობერტო ფერნადესი მოცელა და არბიტრმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა. მერე მასპინძელთა მცველმა ელ ჰილალმა გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. შეცვლაზე შესულმა „სენტ-ეტიენში“ ზურიკო დავითაშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა ლუკა სტასინმა 85-ე წუთზე „ესპანიოლის“ კარი დალაშქრა, თუმცა ბოლოს მარკოს სანჩესმა ანგარიში გაათანაბრა.
ქოჩორაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 6.6, Flashscore 6.4, Whoscored 6.3.
„სევილია“ 7 ქულით მე-7 ადგილზეა და 11 სექტემბერს „ვალენსიას“ უმასპინძლებს.
კორნელია დე ლობრეგატი. „RCDE სტადიუმი“
ესპანიოლი – სევილია 1:1
გოლები: 0:1 სტასინი (85), 1:1 სანჩესი (90+8)
გაძევება: სანგანტე (56, სევილია)