ლა ლიგის მეხუთე ტურში „სევილიამ“ საკუთარ მოედანზე „ვალენსიას“ 1:0 სძლია.
ანდალუსიური გუნდის მწვრთნელმა ლუის გარსია პლასამ, ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი გასულ ტურში „ესპანიოლთან“, 54-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის მიღების საშიშროების გამო შეცვალა, დღეს კი 71-ე წუთზე შეუშვა მოედანზე. 81-ე წუთზე საჯარიმოდან ქოჩორაშვილის ჩაწოდებულ ბურთს ხუან იგლესიასმა თავით სტოლე დიმიტრიევსკის კარში მიუჩინა ადგილი და „სევილიამ“ გაიმრჯვა.
„სევილია“ ამ მომენტისთვის 10 ქულით მესამე ადგილზეა და 16 სექტემბერს გასვლაზე „დეპორტივოს“ დაუპირისპირდება.
სევილია. „სანჩეს პისხუანი“
სევილია – ვალენსია 1:0
გოლი: იგლესიასი (81)