ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

ქეით მიდლტონს სიმსივნე დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი “ტვიტერის” პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ავრცელებს.
მისი თქმით, იანვარში მას ოპერაცია ჩაუტარდა, სიმსივნეს არსებობის შესახებ ცნობილი არ იყო, თუმცა ოპერაციის შემდეგ ჩატარებული ტესტებით მას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა.
"ამიტომ ჩემმა ექიმებმა პროფილაქტიკური ქიმიოთერაპიის კურსის გავლა მირჩიეს, და ახლა ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე ვიმყოფები”, - განაცხადა მიდლტონმა.
მისი თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და “ყოველ დღე უფრო ძლიერი” ხდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.