ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

ქეით მიდლტონი X-ზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის.
უელსის პრინცესამ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ქიმიოთერაპიის კურსი თებერვლის ბოლოს დაიწყო, თუმცა არ დაუკონკრეტებია სიმსივნის ტიპი.
მიდლტონის თქმით, სიმსივნე ექიმებმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც პრინცესამ 2024 წლის 16 იანვარს კლინიკაში გეგმური მუცლის ღრუს ოპერაცია გაიკეთა, თუმცა "იმ პერიოდში ითვლებოდა, რომ მდგომარეობა არ იყო სიმსივნური".
"ოპერაცია წარმატებით დასრულდა. თუმცა, ოპერაციის შემდეგ ჩატარებული ტესტებით დადგინდა, რომ სიმსივნე იყო. ამიტომ, ჩემმა სამედიცინო ჯგუფმა მირჩია, რომ პრევენციული ქიმიოთერაპიის კურსი გამევლო და ახლა ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე ვარ." - განმარტა მიდლტონმა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.