ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი აცხადებს, რომ სიმსივნეს ებრძვის

უელსის პრინცესამ, ქეით მიდლტონმა, გამოაცხადა, რომ მას სიმსივნეზე მკურნალობენ, როს გამოც ამჟამად ის პროფილაქტიკური ქიმიოთერაპიის კურსის ადრეულ ეტაპებს გადის.
ქეით მიდლტონის თქმით, მას ონკოლოგიური დაავადება იანვარში მუცელზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გაკეთებული ტესტების შედეგად გამოუვლინდა. ექიმებმა ურჩიეს, რომ ჩაეტარებინა პროფილაქტიკური ქიმიოთერაპიის კურსი, რომელიც მან თებერვლის ბოლოს დაიწყო.
"ეს წარმოუდგენლად რთული თვეები იყო მთელი ჩვენი ოჯახისთვის, მაგრამ მე მყავს ფანტასტიკური სამედიცინო გუნდი, რომელმაც ჩემზე დიდი ზრუნვა გამოავლინა, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ", - თქვა უელსის პრინცესამ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ უელსის პრინცესა "მთელი ქვეყნის სიყვარულითა და მხარდაჭერით სარგებლობს“.
როგორც უელსის პრინცესამ აღნიშნა, დიაგნოზის მიუხედავად, ის თავს კარგად გრძნობს და დღითი დღე ძლიერდება.

დაავადების შესახებ კონკრეტული დეტალები არ ვრცელდება, თუმცა კენსინგტონის სასახლე იუწყება, რომ პრინცესას სრულად გამოჯანმრთელებაში დარწმუნებული არიან.
მანამდე ბუკინგემის სასახლემ 5 თებერვალს გამოაცხადა, დიდი ბრიტანეთის 75 წლის მონარქს, ჩარლზ III-ს, კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობა დაწყებულია. ცნობის გავრცელების შემდეგ დიდი ბრიტანეთის მონარქს მთელი მსოფლიოდან უცხადებენ მხარდაჭერას.
ჩარლზი, რომელიც მეფედ 2023 წლის 6 მაისს აკურთხეს, ბრიტანეთის ისტორიაში გახდა მონარქი, რომელიც ტახტზე ყველაზე ხანდაზმულ ასაკში ავიდა. დედამისი, დედოფალი ელისაბედი, 2022 წლის 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში შოტლანდიაში გარდაიცვალა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.