ქეთი მოლაშვილი: გიორგი ანწუხელიძე, გიორგი უშიკიშვილი და ტვ იმედი…

სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
გიორგი ანწუხელიძე,
გიორგი უშიკიშვილი
და
ტვ იმედი…
დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა,
ისე პატარა იყო, რუსებმა ტყვედ რომ აიყვანეს, 23 წლის..
მართლა რა პატარაა არა?!
აგვისტოში მოკლეს,
დაბადების დღემდე, რამდენიმე დღით ადრე,
24-ის ვეღარ გახდა.
და რატომ მოკლეს?
ქართულ დროშას, ფეხით შესდექიო და არ ქნა,
იხტუნავა დამპალმა რუსმა მის ზურგზე
და ვერ გატეხა,
მერე წამებით მოკლა..
წლების წინ,
გიორგის მეუღლეს ინტერვიუს ვუსმინე,
დღემდე არ მინახავს გიორგის წამების კადრებიო,
ვერ ვუყურებო,
რა მძიმე იქნებოდა არა?
როგორი მძიმე იყო ჯარისკაცების ოჯახების ბედი, 2008 წლის აგვისტოში,
რა წამები და წუთები გადაიტანეს,
როგორი რთული
და მერე ქ.ოცნებამ ამ ოჯახებს და ჯარისკაცებს უთხრა,
ეგაო სამშობლოს დაცვა კი არ იყოო,
შეცდომაში იყავითო კაცო შეყანილიო..
მადლობის ნაცვლად..
მტერი არ გაუკეთებს საკუთარ ხალხს იმას,
რაც ამ პატრიამ იკადრა..
და არასოდეს დამავიწყდება გიორგის დედის ინტერვიუ,
ისევ გავუშვებდი ჩემს შვილს სამშობლოს დასაცავადო..
დედა ამბობს გიორგი ანწუხელიძეზე და ამ სამყაროში ალბათ არ არსებობს ამაზე უფრო დიდი რამ,
დედა რომ ამ სიტყვებს ამბობს..
რამდენიმე დღის წინ,
გიორგი უშიკიშვილის ინტერვიუს ვუსმინე,
ჩემი სასტუმრო,
გიორგი ანწუხელიძის სახლიდან,
ძალიან ახლოსაა,
რუსებს არასდროს გავუმართავთ წვეულებას,
რომ რეკავენ რუსები,
უარს ვეუბნებით დღესასწაულების გადახდაზეო.
გიორგი უშიკიშვილი რომ ქართულად მღერის,
ჰო გეამაყება ქართველი რომ ხარ
და რომ უსმენ და ანწუხელიძეს ასე პატივს რომ სცემს,
ესეც როგორი საამაყოა.
ჰოდა ახლა ტვ იმედს რაც შეეხება,
მას შემდეგ, რაც გიორგი უშიკიშვილმა განაცხადა, რუსებს წვეულებას არ ვუმართავთო,
სიუჟეტების გადაღება დაიწყო ტვ იმედმა,
აიო რუსებს იღებენ სასტუმროშიო.
ჯერ ერთი, გიორგი უშიკიშვილს არ უთქვამს რუს ტურისტებს არ ვიღებთო,
წვეულებებსა და დღესასწაულებზე არ ვემსახურებითო,
აბა ბუქინგიდან რომ შევა ჯავშანი,
ან სხვა საიტიდან, რას იზამენ,
ჰო არ გააუქმებენ?!
მარტივია ჰო,
ვერ გააუქმებ,
ბოლო-ბოლო, ბუქინგი ჩაგხსნის ამდენი უარის შემდეგ,
ადამიანმა გასაგებად თქვა სათქმელი,
რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ,
ანწუხელიძის ხსოვნას პატივი რომ ვცეო
და ამასაც კი უღირსად ექცევა ტვ იმედი,
ამასაც კი ფეხქვეშ თელავს,
ინტრიგნობს,
იიი რუშია უშიკიშვილიშ შაშტუმროშიი..
უბრალოდ ქართული ოცნების ამომრჩეველი და მხარდამჭერი რომ ვიყო,
ჯერ ჰო თავს შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი
ეროვნული გმირი პირველად რომ შემირაცხყვეს,
ეგაო ნაცის ინტერესებს ემსხვერპლაო,
თან მაშინ, როცა საკუთარი თვალით გვაქვს ნანახი როგორ ბომბავდა აგვისტოს დასაწყისიდან რუსი ქართულ სოფლებს,
როგორ აფეთექბდნენ პოლიციის მანქანებს,
როგორ ხსნიდა მუდმივად ცეცხლს ქართული სოფლების მიმართულებით
და ეგაო ნაცის ინტერესებს ემსხვერპლაო,
იცით, ნაცი ჩემზე მეტად ვინმეს აბრაზებდეს,
ცოტა თუ მეგულება,
მაგრამ აგვისტოს ომში დამნაშავე მხოლოდ რუსეთია
და ანწუხელიძე საკუთარ სამშობლოს იცავდა
და არ არსებობს არავითარი მაგრამ ამ ამბავში!
რაც შეეხება ტვ იმედს,
უბრალოდ უღირსობაა
იმის კეთება,
რომ ქვეყანაში
ღირსებას ასე უღირსად დაუპირისპირდე!
ერონულ გმირს როცა პატივს სცემენ,
ღირსების ამბავია, რომ ღირსეულად მიიღო
და ესეც ფეხქვეშ არ გათელო!
მადლობა გიორგი უშიკიშვილს
ასე რომ აუგორეს ამხელა ბინძური პროპაგანდა
და რომ უმკლავდება
და მადლობა
გიორგი ანწუხელიძეს,
რომ დაიბადა ჩვენს ქვეყანაში,
ქართველად
და მადლობა დედას,
ასეთი რომ გაზარდა!
მე ის ვიცი,
რომ გიორგი ანწუხელიძის შვილი
ახლა ამერიკაში სწავლობს,
ამ ქვეყანამ მისცა სრული დაფინანსება ეროვნული გმირის შვილს და დააფასა
და ისიც ზუსტად ვიცი,
რომ რუსეთი მტერია!
გაუმარჯოს გიორგი ანწუხელიძეს!
და მადლობა!
და ალბათ ათასჯერ მაქვს მოსმენილი სიტყვები:
-ანწუხელიძე!
-ვარ!
მადლობა რომ იყავი! ♡

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე – ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის – მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ეთიკური სტანდარტიდან გამომდინარე, ის ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას