ვიკა ბუკია: …ნამდვილ უკვდავებას სხვა სახელი ჰქვია – ანწუხელიძე!

ჟურნალისტი ვიკა ბუკია:
გიორგი უშიკიშვილმა ეთერში თქვა: როცა რუსები რეკავენ სასტუმროში, ქორწილი ან რამე მსგავსი ღონისძიება სურთ, ყოველთვის უარს ვამბობთო.
„იმედმა“ რა ქნა? ჩუმად დარეკეს და რუსებისთვის ჯავშანი გააკეთეს – 5 კაცი ჩამოდის და ნომრები გვინდაო. შემდეგ კი სიუჟეტი მოამზადეს, თითქოს უშიკიშვილი იტყუება.
ანუ კაცმა გარკვევით თქვა, რუსულ ქორწილსა და ღრეობას ვერ ნახავთ ანწუხელიძის სოფელშიო, „იმედმა“ კი 5-კაციანი ჯავშანი ააფარა მაყურებელს იმის დასტურად, რომ გიორგი იტყუება.
განა „იმედისგან“ მიკვირს? უბრალოდ, ამბავი მოგიყევით. დააკვირდით, რა ისტერიკა აქვთ ანწუხელიძეზე „ქოცებს“. ჯერ სტენსილები რეცხეს, ახლა კი ყველას ასე ესხმიან თავს, ვინც მას აგვისტოს დღეებშიც კი ახსენებს.
მას ვერც წამებით მოკლავენ, ვერც სტენსილების ჩამოშლით და ვერც ქვეყნის რუსეთად ქცევით. მტრისა და მოღალატის წინაშე ის მაინც უტეხია, მაინც ცოცხალია და ასე დარჩება სამუდამოდ.
ივანიშვილი ათას რამეს იგონებს სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, მაგრამ ნამდვილ უკვდავებას სხვა სახელი ჰქვია – ანწუხელიძე!