სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
იმაზე უფრო საინტერესო,
თუ რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი,
ჩემთვის არის ის,
თუ რა წერია წერილში, ბიძინას სახელით რომ გაუგზავნეს:
მოდით განვიხილოთ თუ რა წერია წერილში:
რატომ? იმიტომ, რომ ქვეყანა უბრალოდ გაჩერდა, კორუფციას შეჩვეული ჩინოვნიკები, ვეღარ შეშვებიან კორუფციას და ხრავენ და ხრავენ ქვეყანას,
ხალხს რამე რომ მოაჩვენო,
ვინმე უნდა გაწირო.
აიო იმის ბრალია, ჩემი არაო
და ასე დაუსრულებლად გაწირავენ საკუთარ ხალხს
და მუდმივ შიშში აცხოვრებენ ოცნების მომხრეებს:
რომ გაიღვიძებ და ხვალ შენ დაგიჭერენ
თან საქმესაც შეგიკერავენ!
კომპრომისული გამოსავალი,
რომელიც ბიძინას სახელით შეუთვალეს,
ე.ი. რას ეუბნებიან:
ისევ დიდქოცობა ჰყავთ დასაჭერი,
მაგრამ უკვე ეშინიათ ხალხის,
ამიტომ ურჩევიათ ესეც ირაკლის საახლობლოსა და მის ოჯახს შესტენონ
და აქ იწყება საოცრება
და სრული სახელმწიფოს კოლაფსი:
აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც” _ ამ სიტყვებს რომ ვკითხულობდი,
კისერი ამეწვა,
შემრცხვა ჩემი ქვეყნის
და გავიაზრე, როგორ ჩამოაქციეს ქოცებმა სახელმწიფო,
35 წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ,
რა კოლაფსში ვართ,
გასიგრძეგანებულად
ამ სიტყვებმა მიმახვედრა,
რომ ყველაფერს დადგამენ:
მოწმეთა ჩვენებებს,
აღიარებებს,
ხალხს მოაჩვენებენ ყველაფერს,
თეთრზე შავით დაწერენ,
ხალხს გააბითურებენ,
КГБ_ს ხელწერას ბრიტვასავით ვგრძნობ საკუთარ ქვეყანაზე,
ადრე წიგნებში რომ ვკითხულობდით,
ახლა ჩვენს თვალწინ ხდება და რა მძიმე ყოფილა…
ანუ აიო სხვები კი არიან დამნაშავეები,
მაგრამ შენ შეიტენე,
მოგისჯით,
მაგრამ ბევრი არ გექნება და მაინც იმ ვადებში გამოხვალო,
მაგრამ
პოლიტიკას არ გაეკაროო,
გაეკარები
და ძველ საქმეებს გაგიხსენებთ
და ისევ ციხეში გამოგამწყვდევთო..
КГБ_ს ხელწერა..
მაინც როგორ აღმოვჩნდით ამ რუსების
ხელში..
და ბოლოს,
ბიძინა ივანიშვილი,
2012 წელს რომ მოვიდა,
КГБ_მ მაგ გეგმით მუშაობა, 5-10 წლით ადრე დაიწყო,
ამიტომ ვუშვებ იმას,
რომ ირაკლი ღარიბაშვილის ეს გამოჩენა
და ღია დაპირისპირება,
КГБ_ს გეგმაა,
რომ ვითომ მადიარი გამოაჩინონ
და ირაკლი კობახიძე,
რომლის მოსრიალება ისედაც უნდათ,
ისევ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდით ჩაანაცვლონ,
რომლის უკან,
ისევ ბიძინა ივანიშვილი იქნება
და ქართველი ხალხი დარჩება ისევ მოტყუებული,
ამიტომ
რუსეთი მარცხდება,
რუსეთი ახლა ყველაფერს იკადრებს
და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ახლა ჩვენზეა,
უბრალოდ აღარასდროს ენდოთ იმ ხალხს,
რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს,
თანამდებობები ეკავათ
და მე მჯერა,
რომ დამოუკიდებელი საქართველოს შვილები
გადაარჩენენ ჩვენს ქვეყანას
და უბრალოდ გვახსოვდეს,
რომ ძალა ერთობაშია!




