ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის თანამდებობას აღარ იკავებს

დოკუმენტს, რომელიც 24 ივლისს გამოიცა ხელს აწერს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე და მასში ნათქვამია, რომ მოწონებულია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 18 ივლისის განკარგულება ქეთევან ციხელაშვილის, ავსტრიაში საქართველოს ელჩის გათავისუფლების შესახებ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ ქეთევან ციხელაშვილს საროტაციო ვადა ამოეწურა და როტაციის პრინციპიდან გამომდინარე აღარ იკავებს ელჩის თანამდებობას.
ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად 2020 წლის მაისში დაინიშნა. მანამდე, იგი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ