ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა - საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ განკარგულება როტაციის ვადის დასრულებას უკავშირდება

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას აღარ იკავებს. ამის შესახებ განკარგულება მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის მიხედვით, ციხელაშვილის გათავისუფლება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მოხდა, რასაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ელჩს როტაციის ვადა ამოეწურა.
დაინიშნება თუ არა ციხელაშვილი სხვა ქვეყანაში ელჩის თანამდებობაზე, უწყებაში განმარტავენ, რომ საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად 2020 წლის ივნისში დაინიშნა. მანამდე მას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა.
ცნობისთვის, დიპლომატიური წარმომადგენლობის როტაციის ვადა საკონსულოში ოთხი წლით არის განსაზღვრული.
ციხელაშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე წლის 18 ივლისს მოაწერა ხელი. მთავრობის ვებ-გვერდზე კი ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულება 24 ივლისს არის გამოცემული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.