ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ქართულ ცემენტს“, რომლის მეწილეებიც არიან ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი რუხაძე, დედოფლისწყაროში საცემენტე კირქვის მოპოვების ლიცენზიის ვადა მთავრობამ 20 წლით გაუხანგრძლივა

"ქართულ ცემენტს“, რომლის მეწილეებიც არიან ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი რუხაძე, დედოფლისწყაროში საცემენტე კირქვის მოპოვების ლიცენზიის ვადა მთავრობამ 20 წლით გაუხანგრძლივა

თავ­რო­ბამ შპს "ქარ­თულ ცე­მენტს“, დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე საფ­ლუ­სეს (სა­ცე­მენ­ტე) კირ­ქვე­ბის სა­ბა­დოს მარ­ცხე­ნა უბან­ზე სა­ცე­მენ­ტე კირ­ქვის მო­პო­ვე­ბის ლი­ცენ­ზი­ის ვადა გა­უ­ხან­გრძლი­ვა.

კომ­პა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნუ­ლი ლი­ცენ­ზია 2012 წლის აგ­ვის­ტო­ში მი­ი­ღო. ახა­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბით, ამ ლი­ცენ­ზი­ის მოქ­მე­დე­ბის ვადა 2027 წლის 15 თე­ბერ­ვლი­დან 2047 წლის 15 თე­ბერ­ვლამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, შპს „ქარ­თუ­ლი ცე­მენ­ტის მე­წი­ლე­ე­ბი არი­ან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დი და ირაკ­ლი რუ­ხა­ძის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი Hunnewel Partners-ი.

ამას­თა­ნა­ვე, მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბით, "ქარ­თულ ცე­მენტს“ და­მა­ტე­ბი­თი სა­ინ­ვეს­ტი­ციო და ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ე­კის­რა.

კერ­ძოდ, კომ­პა­ნი­ამ ლი­ცენ­ზი­ის ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს სა­სარ­გებ­ლო წი­ა­ღი­სე­უ­ლის რე­სურ­სის შეს­წავ­ლა, მა­რა­გე­ბის გა­მოთ­ვლა და შე­სა­ბა­მის უწყე­ბა­ში მა­რა­გე­ბის ან­გა­რი­შის და­სამ­ტკი­ცებ­ლად წარ­დგე­ნა, რის­თვი­საც მი­ნი­მუმ 100 ათა­სი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.