არქივი1 აპრილი, 2026, 01:09
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მხარი დაუჭირა მსუბუქ ავტომბილებზე დაწესებული აქციზის საფასურის გაზრდას

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მხარი დაუჭირა მსუბუქ ავტომბილებზე დაწესებული აქციზის საფასურის გაზრდას. ცვლილებები, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, პირველი მოსმენით 74 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღეს.
კანონის თანახმად, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე - 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის - 4.5 ლარის ოდენობით.
ამასთან, თუ ავტომობილის ტრანსპორტირება ხორციელდება სახმელეთო ტრანსპორტით ან იგი გადაადგილდება თავისი სვლით, დგინდება დამატებითი პირობა, რომლის მიხედვით, კანონის ამოქმედებამდე მოქმედი განაკვეთები გავრცელდება ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე 2026 წლის 1 ივლისამდე შემოყვანის შემთხვევაში.
საკანონმდებლო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენით განხილვა პარლამენტში 1 აპრილს არის დაგეგმილი, რის შემდეგაც, კანონი 2 აპრილიდან ძალაში შევა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.