ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავტომობილების განბაჟების საფასურის გაზრდის კანონპროექტი III მოსმენით დაამტკიცეს

ივანიშვილის პარლამენტმა III მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, 0-დან 6 წლამდე ავტომობილებისთვის კუბურ სანტიმეტრზე განბაჟების საფასური 1.5 ლარი, ხოლო 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებისთვის - 4.5 ლარი იქნება.
საგადასახადო კოდექსში ცვლილებას მხარი 72-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 11 წავიდა.
დღევანდელ სხდომაზე გახარიას დეპუტატებმა წარმოადგინეს ალტერნატიული წინადადება, რომელიც 0-დან 10 წლამდე ავტომობილების იმპორტისთვის მოქმედი აქციზის საფასურის უცვლელად დატოვებას, ხოლო 4.5-ლარიანი ტარიფის 10 წელზე უფროსი ასაკის სატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელებას ითვალისწინებდა. ქართული ოცნების დეპუტატებმა აღნიშნული ალტერნატიული წინადადება ჩააგდეს. ალტერნატიულ პროექტს მხარი 17-მა პირმა დაუჭირა, ამდენივე წინააღმდეგი წავიდა, კვორუმი ვერ შედგა.
აქამდე მოქმედი ტარიფით, 6-დან 9-მდე წლოვანების ავტომობილის განბაჟების ტარიფი 80 თეთრი იყო. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემთხვევაში განსაზღრვრული იყო აქციზის განაკვეთის სამმაგი ოდენობა.
ცვლილება 1 აპრილიდან შედის ძალაში - დარახველიძე მანქანების შემოყვანის შეზღუდვაზე
ცნობისთვის, 12 თებერვალს ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ივანიშვილის პარლამენტში წარადგინეს ახალი კანონპროექტი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების საქართველოში შემოყვანის აკრძალვასთან დაკავშირებით.
12 მარტს კი კობახიძემ თქვა, რომ 6-ზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყავნის აკრძალვას გააუქმებდნენ და ამის ნაცვლად, ახალი რეგულაციით გაიზრდება განბაჟების ტარიფი - 1 კუბზე 4.5 ლარის ოდენობით.
კანონპროექტის გამოქვეყნების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ცვლილებები 0-დან 6 წლამდე ავტომანქანების განბაჟებასაც შეეხება.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.