არქივი6 მაისი, 2025, 17:08
„ქართული ოცნების“ ყრილობაზე ონლაინ მედიებს არ დაუშვებენ

„ქართული ოცნების“ ყრილობაზე ონლიან მედიებს არ დაუშვებენ.
ამის შესახებ ნეტგაზეთს „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში განუცხადეს.
„შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე ღონისძიებას ონლაინ მედიის წარმომადგენლები ვერ დაესწრებიან“, – აცხადებენ პარტიაში.
„ქართული ოცნების“ ყრილობა, რომელზეც პარტიის ახალი თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს წევრები უნდა აირჩიონ, ხვალ, 7 მაისს არის დაგეგმილი. თუმცა ჯერჯერობით უცნობია ყრილობის გამართვის დრო და ადგილი. პარტიაში აცხადებენ, რომ დეტალებთან დაკავშირებით ანონსს გაავრცელებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.