„ქართული ოცნების“ რიგით IX ყრილობაზე პარტიის პოლიტსაბჭო დაამტკიცეს

„ქართული ოცნების“ რიგით IX ყრილობაზე პარტიის პოლიტსაბჭო დაამტკიცეს. სახელისუფლო პარტიის პოლიტსაბჭო 15 წევრის შემადგენლობით ჩამოყალიბდა.
პოლიტსაბჭოს შემადგენლობაშია პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები ასევე არიან:
ირაკლი კობახიძე – პარტიის თავმჯდომარე; პრემიერ-მინისტრი;
კახა კალაძე – პარტიის გენერალური მდივანი;
მამუკა მდინარაძე – პარტიის აღმასრულებელი მდივანი, უმრავლესობის ლიდერი;
შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარე;
გია ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი;
თეა წულუკიანი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი;
ნინო წილოსანი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი;
ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი;
ირაკლი ჩიქოვანი – თავდაცვის მინისტრი;
მაკა ბოჭორიშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრი;
ნიკოლოზ სამხარაძე – პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე;
მარიამ ქვრივიშვილი – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
დიმიტრი სამხარაძე – პარტიის რეგიონული მდივანი, პარლამენტის წევრი;
სულხან თამაზაშვილი – პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის მეთაური.
“ქართული ოცნების“ ყრილობამ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე დაამტკიცა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო