ნინო წილოსანი, სულხან თამაზაშვილი… – ვინ შედის „ოცნების“ განახლებულ პოლიტსაბჭოში

დღეს, 7 მაისს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
კობახიძემ ამ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ახლა კობახიძე ერთდროულად იქნება „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი და თავმჯდომარე.
დღევანდელ ყრილობაზე, რომელიც 18 წუთს გაგრძელდა და სიტყვით მხოლოდ პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და პარტიის ახალი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოვიდნენ, ასევე აირჩიეს პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობაში აღარ არიან: ირაკლი ღარიბაშვილი, არჩილ თალაკვაძე , ანრი ოხანაშვილი და თორნიკე რიჟვაძე.
პოლიტსაბჭოს ახალ წევრებად აირიეს ნინო წილოსანი და სულხან თამაზაშვილი
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობაში შედიან:
· ბიძინა ივანიშვილი
· ირაკლი კობახიძე
· კახა კალაძე
· შალვა პაპუაშვილი
· მამუკა მდინარაძე
· გია ვოლსკი
· თეა წულუკიანი
· ვახტანგ გომელაური
· ირაკლი ჩიქოვანი
· მაკა ბოჭორიშვილი
· ნიკოლოზ სამხარაძე
· მარიამ ქვრივიშვილი
· დიმიტრი სამხარაძე
· სულხან თამაზაშვილი
· ნინო წილოსანი
· „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ონლაინ მედიებს არ დაუშვებენ
· როგორც შეიცვალა “ოცნების” რიტორიკა ბრიუსელთან “დალაგებიდან” “ჩანაცვლებამდე”
· როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებას

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო