“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს
[ქვეშეთი-კობის] პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში და ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მის დასრულებას როგორც სატრანზიტოდ, ისე დაგილობრივი მოსახლეობისთვის. გამოცდილება, რომელიც ზოგადად დამიგროვდა, დარწმუნებული ვარ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების და სხვადასხვა სამშენებლო აქტივობებისთვის, რომელიც ჩვენს კუთხეში განხორციელდება, გამომადგება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, კობა გელაძემ განაცხადა. როგორც გელაძემ აღნიშნა, იგეგმება სხვადასხვა სპორტული მოედნისა და ცენტრის გახსნა, მათ შორის, თანამედროვე სტილის სარაგბო მოედნის მოწყობა.
მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში, ყველა პროექტი განხორციელდება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით. “მხარეთმცოდნეობის მუზეუმის აღდგენა-რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს და დასრულების ფაზაშია, ახლა უკვე მიმდინარეობს შიგნით, მექანიკურ-ელექტრო ნაწილის სამუშაოები. ვგეგმავთ სხვადასხვა სპორტული მოედნისა და ცენტრის გახსნას, ერთ-ერთია ყაზბეგის ცენტრალური მოედანი და სამომავლოდ აქ თანამედროვე სტილის სარაგბო სტადიონის მოწყობას ვგეგმავთ. განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს.” – განაცხადა კობა გელაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში