ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა ადგილობრივ მხარდამჭერებს ბათუმის მერობის კანდიდატი წარუდგინა

პარტია „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა ადგილობრივ მხარდამჭერებს ბათუმის მერობის კანდიდატი წარუდგინა
პარტია „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სულხან თამაზაშვილმა ადგილობრივ მხარდამჭერებს ქალაქ ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძე წარუდგინა.
პარტიის რეგიონული ხელმძღვანელის განცხადებით, გიორგი ცინცაძე არის პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც მაქსიმუმს გააკეთებს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის.
,,გიორგი ცინცაძე ჩართული იყო და მონაწილეობდა არა მარტო ბათუმის, არამედ აჭარის რეგიონის განვითარების სტრატეგიის შექმნაში. იგი არის პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანი. აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. დაიბადა ქალაქ ბათუმში, შესაბამისად, მისთვის ბათუმის მერობის კანდიდატად დასახელება განსაკუთრებულად საამაყო და საპასუხისმგებლოა. დარწმუნებული ვარ, გიორგი საკუთარი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით ბათუმის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის მაქსიმუმს გააკეთებს“ – აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.
გიორგი ცინცაძეს აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის გახლდათ აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი. ასევე, წლების განმავლობაში მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში და საგარეო საქმეთა სამინისტროში. მას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ფინანსების სპეციალობით მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი. 2005-2006 წლებში გაცვლითი პროგრამით სწავლობდა ბერლინის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში „FHTW“. ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი ტრენინგი და კურსი.
სულხან თამაზაშვილმა ბათუმის მერობის კანდიდატი ,,ქართული ოცნების” ბათუმის შტაბის ხელმძღვანელთან ირაკლი ჭეიშვილთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან ერთად წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა