ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი გორში კონსტანტინე ბუზალაძე წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს

„ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი გორში კონსტანტინე ბუზალაძე წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტში, კონსტანტინე ბუზალაძე, რომელიც უკვე 4 თვეა, რაც გორის მერის მოვალეობას ასრულებს, წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობს. კონსტანტინე ბუზალაძის განცხადებით, გორში სხვადასხვა სახის სამუშაოები დასკვნით ფაზაშია გადასული და სულ მალე ქალაქს განაშენიანების გენგეგმა ექნება. „აქტიურად ვმუშაობთ, სამუშაოების დაახლოებით 70-80 პროცენტი არის დასრულებული, დასკვნით ფაზაშია გადასული და უახლოეს მომავალში ქალაქს ექნება განვითარების გენერალური გეგმა“,- განაცხადა კონსტანტინე ბუზალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.