“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა YOUNG WARRIORS-ის საერთაშორისო ტურნირზე თავის მეგობარს, სამგორელ გიორგი ქართველიშვილს უგულშემატკივრა

“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა YOUNG WARRIORS-ის საერთაშორისო ტურნირზე თავის მეგობარს, სამგორელ გიორგი ქართველიშვილს უგულშემატკივრა
“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, სამგორის რაიონის ყოფილ მაჟორიტარ სოზარ სუბართან ერთად რუსთავის სპორტის სასახლეში გამართულ YOUNG WARRIORS („ახალგაზრდა მებრძოლების“) შერეული საბრძოლო ხელოვნების მეთექვსმეტე საერთაშორისო ტურნირს დაესწრო და სამგორელ მებრძოლს, გიორგი ქართველიშვილს უგულშემატკივრა. ტურნირის ფარგლებში გაიმართა სატიტულო ბრძოლა, რომელშიც გიორგი ქართველიშვილმა აზერბაიჯანელი მეტოქე ბრძოლის დაწყებიდან რამდენიმე წამში დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს წევრები.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები