“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა მოსკოვის გამზირის მეხუთე კვარტალში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა მოსკოვის გამზირის მეხუთე კვარტალში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან სოზარ სუბართან ერთად მოსკოვის გამზირის მეხუთე კვარტლის პირველი კომპლექსის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებისთვის თავისი სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ, ზაქარია წიკლაური მათი პრობლემების და ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებზე ესაუბრა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოცემულ ლოკაციაზე გამოცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები, თუმცა საჭიროა შიდა გზების მოასფალტება. ამავე სივრცეში არის ავარიული კორპუსი, რომელიც უკვე მოხვედრილია ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში, კორპუსის მოსახლეობა (126 ოჯახი) გაყვანილია ქირით და უახლოეს 2-3 წელიწადში აშენებულ ახალ 20-სართულიან კორპუსში მიიღებენ ბინებს, თუმცა პრობლემა აქვს რამდენიმე ოჯახს, რომელთაგან ზოგი არ არის თბილისში რეგისტრირებული, ზოგი კი არ არის საქართველოს მოქალაქე. ამიტომ ბინის ქირის ანაზღაურების პრობლემა ექმნებათ. შესაბამისად, მაჟორიტარობის კანდიდატთან ამ პრობლემის გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს.
Next: „ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე: „ჩვენი მომდევნო ოთხი წლის პრიორიტეტი იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები – გზების მოწესრიგება, 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფა და ელექტროსისტემების მოწესრიგება მთებში“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში