“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აფრიკის დასახლების მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აფრიკის დასახლების მოსახლეობას შეხვდა
“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად შეხვედრა აფრიკის დასახლებაში არსებულ ახლადრეაბილიტირებულ სკვერში გაიმართა, სადაც კანდიდატმა ადგილობრივებისგან მოისმინა მათი პრობლემების შესახებ და ამ პრობლემების გადაჭრის გზები დასახა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსახლეობას ძირითადად კორპუსების გადახურვა, ახალი რეკრეაციული და სპორტული სივრცეების მოწყობა და არსებულის რეაბილიტაცია, ასევე, მიუსაფარი ძაღლების პრობლემები აწუხებთ. ზაქარია წიკლაურმა აღნიშნა, რომ დასახელებული ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება, ხოლო რაც შეეხება მიუსაფარი ცხოველების პრობლემას, ეს არა მხოლოდ სამგორის, არამედ მთელი თბილისის პრობლემაა და რამდენიმე თვის წინ მმართველი გუნდის მიერ მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში გატარების შედეგად ეს პრობლემაც აღმოიფხვრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს