ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში შეხვედრებს აგრძელებს

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ვაჟა-ფშაველას 51ა-ს მიმდებარედ, გელოვანის სახელობის სკვერში შეხვდა ამომრჩეველს, ასევე, შეხვედრა გამართა ვაჟა-ფშაველას, მე-5 კვარტლის პირველი კორპუსის მოსახლეობასთან.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, 26 ოქტომბრის არჩევნებზე და საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის ჩართვის მნიშვნელობაზე.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ მოსახლეობას, რომ მიიღონ მონაწილეობა 26 ოქტომბრის არჩევნებში, ხმა მისცენ „ქართულ ოცნებას”, რათა გავაგრძელოთ განვითარება და წინსვლა. ერთმანეთის მხარდაჭერით, ერთად გავიმარჯვებთ!“- განაცხადა ზუკა რურუამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ, ვაკის გამგებელი - დავით კვინიკაძე, ვაკის მაჟორიტარი -ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.