არქივი22 სექტემბერი, 2024, 15:23
,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაკის მოსახლეობასთან გრძელდება

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ვაკის რაიონში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად, ი. ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
დელეგატი ზუკა რურუა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად გაეცნო მოსახლეობის საჭიროებებს, ამომრჩეველს გადაეცა საინფორმაციო მასალა.
„ასევე ისაუბრეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.