არქივი23 სექტემბერი, 2024, 12:58
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, „ქართული ოცნების" ვაკის რაიონული ორგანიზაციის პარტიულ აქტივს შეხვდა.
დელეგატმა პარტიულ აქტივთან შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, 26 ოქტომბრის არჩევნებზე და საარჩევნო პროცესში პარტიული აქტივის ჩართვის მნიშვნელობაზე. მიმოიხილეს დასრულებული და მიმდინარე პროექტები. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები.
შეხვედრას ესწრებოდნენ, ვაკის გამგებელი -დავით კვინიკაძე, ვაკის მაჟორიტარი -ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.