ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის დელეგატმა გოჩა ენუქიძემ, წინასაარჩევნო შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტში, ფარახეთის, შქმერის და კვაშხიეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან გამართა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, გოჩა ენუქიძემ მოისმინა მოქალაქეთა პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე.
„მოსახლეობასთან შეხვედრისას დელეგატმა ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე და მოსახლეობის ჩართულობაზე. მან მოსახლეობას „ქართული ოცნების“ გუნდის სამომავლო გეგმები გააცნო და მოქალაქეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.