ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ანტონ ობოლაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ანტონ ობოლაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მოწვეული იყო ექსპერტი, ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე. მისი ლექცია ეხებოდა ურთიერთობის ხელოვნებას, სიტყვის, ქცევის, ემოციის მართვასა და მის გავლენას ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
„შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, ახალგაზრდები აქტიურობდნენ და ბევრი საინტერესო კითხვაც დასვეს. შეხვედრის დროს იგრძნობოდა, თუ რამხელა სიყვარული ამოძრავებთ ახალგაზრდებს ჩვენი სამშობლოს მიმართ. მინდა ყველა მათგანს მადლობა გადავუხადო - ჩვენი ქვეყნის მომავალი სწორედ ჩვენი ახალგაზრდების ხელშია.
ჩვენს ახალგაზრდებს ნათელ, ძლიერ და გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას ვუსურვებ, სადაც თითოეული მათგანი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში. მე მჯერა მათი!“ - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.