არქივი15 ოქტომბერი, 2024, 14:40
„ქართული ოცნება“ - გოჩა ენუქიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭიორის მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.
„გოჩა ენუქიძემ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ისაუბრა ქვეყანაში და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, ასევე სოფელში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. დელეგატმა მოსახლეობას არჩევნებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.