ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ასპინძის მოსახლეობასთან გრძელდება

“ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ასპინძის მოსახლეობასთან გრძელდება

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ასპინძის სოფლების: რუსთავის, ხიზაბავრას, ოშორას, ოთასა და დამალას მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე. შეაჯამა სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები.
„ჩვენი გუნდის ამოცანაა, ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი ეროვნული ამოცანების წარმატებით გადაჭრა,“ - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.