ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების“ შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნინოწმინდის სოფლების მოსახლეობასთან გრძელდება

„ქართული ოცნების“ შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნინოწმინდის სოფლების მოსახლეობასთან გრძელდება

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" პარლამენტის დელეგატი სამველ მანუკიანი ნინოწმინდის სოფლების: ყაურმას, ეშტიას, უჯმანასა და თორიას მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებზე, რომლებიც მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით უკვე განხორციელდა.
ასევე, მათივე ცნობით, ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.
„ქართული ოცნება“ ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. მჯერა, 26 ოქტომბერს ჩვენი მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს, რაც ჩვენი ქვეყნისათვის მშვიდობისა და სტაბილურობის მყარი საფუძველი იქნება,“- განაცხადა სამველ მანუკიანმა.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი - ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე - ვაან აროიანი, მერის წარმომადგენლები ზემოხსენებულ სოფლებში და საკრებულოს სხვა თანამშრომლები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.