,,ქართული ოცნების“ შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალქალაქის სოფლების მოსახლეობასთან გრძელდება

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” პარლამენტის დელეგატი სამველ მანუკიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჩუნჩხას, დილოსკასა და პტენას მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა სოფლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები.
„„ქართული ოცნება“ ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. მჯერა, 26 ოქტომბერს ჩვენი მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს, რაც ჩვენი ქვეყნისათვის მშვიდობისა და სტაბილურობის სიმყარის გარანტი იქნება,“- განაცხადა სამველ მანუკიანმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ახალქალაქის მერი – მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე – ნაირი ირიციანი და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს