ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება

"ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა მთაწმინდაზე, პ. ინგოროყვასა და ზ. ჟვანიას ქუჩების მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
დელეგატმა შეხვედრაზე მოსახლეობასთან ისაუბრა არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ასევე, ამომრჩეველი გაეცნო სამომავლო გეგმებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ მთაწმინდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი - დავით კირკიტაძე, საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი - ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - გიგა ახვლედიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.