ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა მთაწმინდაზე, ლადო-ალექსი მესხიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. ინფორმაციას "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს.
დელეგატის თქმით, მოსახლეობა გუნდის სამომავლო გეგმებს გაეცნო, ასევე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
პარტიის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ მთაწმინდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით კირკიტაძე, საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ახვლედიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.