ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე, ონის მუნიციპალიტეტის სოფლების: სორისა და ღარის მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და ერთობლივად განიხილეს მათი დროულად და ეფექტურად მოგვარების გზები. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორში მოსახლეობასთან შეხვედრებზე ისაუბრეს ბოლო წლებში „ქართული ოცნების" სახელისუფლებო გუნდის მიერ ონის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველაძე, რეგიონის კოორდინატორი ქრისტინე კობახიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.