„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისში, ზემო ფონიჭალში N28-ე კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატის თქმით, არსებულ ტერიტორიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოსასვენებელი და ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო.
„პროექტის ფარგლებში, ახალი ატრაქციონები დამონტაჟდა. ასევე, არსებულ სივრცეში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა, ბილიკები და განათების სისტემა მოეწყო და სკამები და ურნები დაიდგა“, – განაცხადა დავით კაჭარავამ.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი – ლევან ჯაფარიძე კრწანისის რაიონის გამგებელი – ბექა მიქაუტაძე და გამგებლის მოადგილე – საბა პატაშური.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს