ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების მთავრობა არალეგიტიმურია“ – ჰელსინკის კომისია

„ქართული ოცნების მთავრობა არალეგიტიმურია“ – ჰელსინკის კომისია

ჰელსინკის კომისია მორიგ განცხადებას აქვეყნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.
ახალ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა არალეგიტიმურია.
„საკმაო მტკიცებულებებია, რომ ოცნებამ მოახდინა არჩევნების შედეგების მანიპულირება ხელისუფლების შესანარჩუნებლად. კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, ოპოზიციის სრული ბოიკოტისა და პრეზიდენტის თანხმობის გარეშე, ოცნებამ ახალი მთავრობა დანიშნა. შესაბამისად, ეს დე ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია.
მოვუწოდებთ აშშ-ის ამჟამინდელ და მომავალ ადმინისტრაციას, მხარი დაუჭეროს ქართველ ხალხს დემოკრატიისადა თავისუფლების აღდგენაში. სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები პასუხისმგებელი პირების დასასჯელად“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.