ეს დე-ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია – „ჰელსინკის კომისია“ საქართველოს მთავრობაზე

-ის „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია“, იგივე „ჰელსინკის კომისია“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არალეგიტიმურს უწოდებს.
„ეს დე-ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია“, – წერია განცხადებაში, რომელიც 30 ნოემბერს გამოქვეყნდა.
განცხადება კომისიის ხელმძღვანელების, კონგრესმენების, სტივ კოენისა და ჯო უილსონის სახელით გამოქვეყნდა.
კომისიამ სოლიდარობა გამოუცხადა „ქართველი ხალხის მშვიდობიან პროტესტს დემოკრატიისა და ევროპის მომავლის გადასარჩენად, ხელისუფლების ძალადობრივი რეპრესიების პირისპირ“.
„არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელიც აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მანიპულირება მოახდინა, რათა შეენარჩუნებინა ძალაუფლება და კვლავ უარყო ქართველი ხალხის ცალსახა მისწრაფება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამ კვირის დასაწყისში, ქართულმა დემოკრატიულმა გუნდმა ახალი მთავრობა დანიშნა ოპოზიციის სრული ბოიკოტის ფონზე და პრეზიდენტის სანქციების გარეშე, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით“.
-ის ჰელსინკის კომისია არის აშშ-ის ხელისუფლების კომისია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვას, სამხედრო უსაფრთხოებას და ეკონომიკურ თანამშრომლობას ევროპის, ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის 57 ქვეყანაში. კომისიის ცხრა წარმომადგენელი სენატის წევრია, ცხრა – წარმომადგენელთა პალატის, სამი – აღმასრულებელი ხელისუფლების ოფიციალური პირია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას